თბილისის სატრანსპორტო კომპანია

მეტროსადგურები "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" შეფერხებით მუშაობს

თბილისის მერია

ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები"ვაჟა ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" 17:00 საათიდან შეფერხებით მუშაობს.

თბილისის სატრასპორტო კომპანიის ინფორმაციით, მგზავრების მომსახურება მეტროსადგურ "დელისამდე" არის შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

"სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თბილისის "მეტროპოლიტენის" პირველი ხაზი ("ახმეტელის თეატრი"– "ვარკეთილი") შეუფერხებლად მუშაობს",- აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში. 

კომენტარები