ფენტანილი

ჩინეთში ფენტანილი კონტროლირებადი ნივთიერება გახდება

შაბათს, ბუენოს-აირესში, დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართული შეხვედრაზე ჩინეთი ფენტანილის კლასიფიკაცის შეცვლას დათანხმდა. 

უკიდურესად მავნე სინთეზური ოპიოიდი, ფენტანილი, 50-100 ჯერ უფრო ძლიერმოქმედია ვიდრე მორფინი და აშშ-ში ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის ათასობით შემთხვევაზეა პასუხისმგებელი. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის თანახმად 2014 წელს ფენტანილის ზედოზირებისგან 5 5000 ადამიანი გარდაიცვალა. 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით ეს 80%-იანი ზრდაა. შარშან აშშ-ში ფენტანილისგან 29 000 ადამიანი გარდაიცვალა.       

სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად 2018 წლის მაისში საქართველოში ფენტანილის ზედოზირებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.  

ახალი კლასიფიკაციით ჩინეთში ფენტანილი "კონტროლირებადი ნივთიერება" გახდება და ადამიანს, ვინც ჩინეთიდან აშშ-ში ფენტანილს გაყიდის, ჩინეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი შეეხება. 

აგვისტოში ტრამპმა თვითერზე დაწერა, რომ ჩინელი მომწოდებლები ამწვავებდნენ ამერიკის ოპიოიდების კრიზისს. 

"გამაოგნებელია, რომ მომწამვლელი სინთეზური ჰეროინი ფენტანილი აშშ-ში მოედინება ჩინეთის საფოსტო სისტემიდან. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულები ვართ ეს ახლავე დავასრულოთ! სენატმა უნდა გაიტანოს შეჩერების აქტი - და შეაჩეროს ეს საწამლავი ჩვენი ბავშვების დახოცვისგან და ჩვენი ქვეყნის განადგურებისგან. გადავადება აღარ შეიძლება!"- წერია ტრამპის პოსტში. 

კომენტარები