ლუკა მოდრიჩი

"ოქროს ბურთის" მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა

პოპულარულ ჟურნალ "ფრანს ფუტბოლის" მიერ დაწესებული ჯილდოს "ოქროს ბურთის" მფლობელი, მადრიდის რეალისა და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა. 

10 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული არც კრიშტიანო რონალდო და არც ლეონელ მესია. ისინი ცერემონიას არ ესწრებოდნენ. 

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე გახდა. 

საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ტიტული კი ლიონის "ოლიმპიკის" ფეხბურთელმა, ნორვეგიელმა ადა ჰეგერბერგმა მოიპოვა. 

კომენტარები