ბიუჯეტი 2019

2019 წლის ბიუჯეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის 0 ლარია გამოყოფილი

რადიო თავისუფლება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის 0 ლარია გამოყოფილი.

2018 წელს სარეზერვო ფონდი ბიუჯეტიდან - 5 000 000 ლარით შეივსო. 

ასევე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება წელიწადში თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება. 

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვერსიით, 

2018 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9 800 000 ლარს შეადგენდა. 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში კი - 6 000 000 ლარია გამოყოფილი. 

მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა - 2018 წლის ბიუჯეტში წერია, რომ აქ 140 ადამიანი მუშაობდა. 2019 წელს კი დასაქმებულთა რიცხვი 60 იქნება. 

კომენტარები