იაპონია

იაპონია მიტოვებულ სახლებს უსასყიდლოდ არიგებს

Tokyo Times

იაპონიაში 8 მილიონზე მეტი მიტოვებული სახლია, რომელიც ონლაინ მარკეტზე უფასოდ, ან თითქმის უფასოდ გაიცემა. ყველაზე ძვირიანი სახლი 360,000$-ად იყიდება, თუმცა ბევრ შენობას "უსასყიდლო ტრანსფერის" სტატუსი აქვს და ნული იენი ღირს. ამ სახლის მისაღებად, გადასახადები და გაყიდვების აგენტის საკომისიო უნდა გადაიხადოთ, რის შემდეგაც საკუთრება თქვენი გახდება. 

ეს მთავრობის სქემის ნაწილია, რომელმაც ქვეყანაში არსებულ სახლების კრიზისს უნდა უშველოს. 2013 წელს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, იაპონიაში 8 მილიონზე მეტი მიტოვებული სახლია, მათგან უმეტესობა მთავარი ქალაქების გარეუბნებში. ფუჯიცუს კვლევების ინსტიტუტის ცნობით, 2033 წლისთვის მიტოვებული სახლების რაოდენობა 20 მილიონამდე გაიზრდება - ეს იაპონიაში არსებული სახლების მესამედი იქნება.

ითვლება, რომ იაპონიის მიტოვებული სახლების პრობლემა გამოწვეულია მოსახლეობის დაბერებით. რაც უფრო მეტი ადამიანი გადადის მოხუცთა სახლებში საცხოვრებლად, მიტოვებული სახლების რაოდენობაც იზრდება. 

ერთ-ერთი ფაქტორია ცრუმორწმუნეობა. სახლები დაკავშირებული ისეთ ტრაგედიებთან, როგორიცაა სუიციდი, მკვლელობა, ან "მარტო სიკვდილი" იაპონურ კულტურაში ცუდ იღბალთან ასოცირდება, შესაბამისად, რთულია ასეთი სახლების გადაყიდვა. ზოგ შემთხვევაში, მთავრობები გამოყოფენ სუბსიდიებს მათთვის, ვინც იყიდის და გაარემონტებს ძველ სახლს.  

მიუხედავად ამ ინიციატივებისა, ვარაუდობენ, რომ ეს პრობლემა იაპონიაში კიდევ უფრო გამწვავდება. შესაბამისად, სანამ მიწოდება ძალიან აჭარბებს მოთხოვნას, საკუთრების ფასებიც იკლებს. 

კომენტარები