დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

MI6-ის ხელმძღვანელი: რუსეთმა სათანადოდ უნდა შეაფასოს ჩვენი შესაძლებლობები

0 კომენტარი
ალექს იანგერი ფოტო: Foreign and Commonwealth office.jpeg

დიდი ბრიტანთის დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელმა, ალექს იანგერმა სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის თაობაზე ისაუბრა და რუსეთი გააფრთხილა არ დაემუქროს ბრიტანეთის კანონებს და ღირებულებებს:

"რუსეთმა და ყველა სხვა სახელმწიფომ, ვისაც ჩვენი ცხოვრების წესის დამხობა სურს, სათანადოდ უნდა შეაფასონ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების შესაძლებლობები და მიზანდასახულობა."

შეგახსენებთ, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული ნერვული აგენტით მოწამვლაში ბრალდებული ორივე პირი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტი აღმოჩნდა.

ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების (Henry Jackson Society) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში რუსეთის ჯაშუშების რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.

ანგარიში დისიდენტების, პოლიტიკური მიზნით საზღვარგარეთ გაქცეული პირების და სადაზვერვო სამსახურებდან წყაროების კონფიდენციალურ ინტერვიუებზეა დაფუძნებული.

ანგარიშის მიხედვით დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებისათვის მომუშავე პერსონალი რუსეთში ამავე სამსახურების ბრიტანელ პერსონალს 52-ჯერ აღემატება.

2010 წელთან შედარებით ბრიტანეთში რუსული დაზვერვის ოფიცრების, რომელთა დაქვემდებარებაშიც 500-მდე აგენტია, რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი და 200-ს მიაღწია.

საბოლოო ჯამში, ლონდონში მცხოვრები სამშობლოდან იძულებით გადასახლებული 150,000-მდე რუსიდან დაახლოებით 75,000 რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB), მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) ან საგარეო დაზვერვის სამართველოს (SVR) ინფორმატორები არიან.

ამასთანავე, რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატების ნახევარი ჩართულია სადაზვერვო საქმიანობაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები