ტამბლერი

17 დეკემბრიდან TUMBLR პორნოგრაფიული შინაარსის მასალებს დაბლოკავს

Tumblr.com

17 დეკემებრიდან სოციალური ქსელი Tumblr პორნოგრაფიული შინაარსის მასალებს დაბლოკავს.

რამდენიმე კვირის წინ Apple-მა ტამბლერის აპლიკაცია App Store-დან მას შემდეგ წაშალა, რაც ტამბლერზე ბავშვზე ძალადობის ამსახველი სურათები გავრცელდა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ახალი წესების შემოღებას.

წერილში ტამბლერის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ დ'ონორიო წერს, რომ სოციალურ ქსელს ყოველთვის "ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ჰქონდა და ექნება მსგავს მასალებთან".

ახალი წესების მიხედვით მომხმარებლებს არ შეეძლებათ ატვირთონ ადამიანების სასქესო ორგანოების, ქალის ძუძუს თავების ან სექსუალური აქტის ამსახველი სურათები.

პორნოგრაფიული მასალა არ დაიბლოკება იმ შემთხვევაში თუ ის "არტისტული, საგანმანათლებლოა, აქტუალური ან პოლიტიკურია".

მომხმარებელთა ნაწილმა უკვე გამოთქვა პროტესტი ტამბლერში ახალი წესების შემოღების გამო, ტვიტერზე ბევრმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ისინი ტამბლერის დატოვებას აპირებენ.

ტამბლერი 2007 წელს დაარსდა.

კომენტარები