მიშელ ობამა

მიშელ ობამას რჩევა მეგან მარკლს: არ აჩქარდე, გააკეთე ის, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია

მიშელ ობამა, მეგან მარკლი
Getty

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ სასექსის ჰერცოგინიას, პრინც ჰარის მეუღლეს, ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლს ბრიტანულ ჟურნალ Good Housekeeping-თან საუბარში რჩევა მისცა:

"ჩემს მსგავსად, მეგანსაც ალბათ არასოდეს უოცნებია, რომ ასეთი ცხოვრება ექნებოდა, ეს ზეწოლა, რომელსაც გრძნობ - საკუთარი თავისგან და სხვებისგან - ხანდახან გგონია, რომ ძალიან ბევრია. ამიტომ, ჩემი ყველაზე დიდი რჩევა იქნება, რომ არაფრის კეთებაში არ აჩქარდე. თეთრ სახლში პირველი თვეები ძირითადად ჩემს ქალიშვილებზე დარდში გავატარე, ვცდილობდი მათ სკოლა კარგად დაეწყოთ და მეგობრები გაეჩინათ, სანამ სხვა, უფრო ამბიციურ საქმეებს შევუდგებოდი. ჩემი აზრით ეს ნორმალურია - კარგიც კია - ამის გაკეთება.

ვფიქრობ, რომ ასეთი პლატფორმიდან ბევრი კარგის კეთება შეიძლება და მეგანს შეუძლია მისი გავლენა მაქსიმალურად გაზარდოს, ისევე, როგორც მისი ბედნიერება, თუ იმას გააკეთებს, რაც მასთვის პირადად არის მნიშვნელოვანი და ემოციური კავშირი აქვს.

ახალგაზრდა ქალებისათვის დღეს სხვადასხვა საკითხი უფრო რთულია. მაგრამ ჩემთვის შთაგონების წყაროა, როდესაც ამდენი ახალგაზრდა ქალი, ვისაც შევხვედრივარ, წარმატებას აღწევს დაუჯერებელი გზებით. ჩემი თაობისაგან განსხვავებით, ისინი ისეთი შეზღუდულები აღარ არიან საზოგადოებრივი აზრით, რომ გოგონებს და ბიჭებს ერთიდაიგივეს კეთება არ შეუძლიათ.

ისინი წარმატებას აღწევენ სპორტში, მათემატიკაში, მეცნიერებაში და ტექნოლოგიებში. ისინი ხმას იმაღლებენ და საუბრობენ არა მხოლოდ საკლასო ოთახებში, არამედ საჯარო ცენაზე. მე დიდი იმედს მაძლევს ახალგაზრდა ქალების თაობა." თქვა მიშელ ობამამ.

მიშელ ობამა ევროპაში მისი წიგნის "Becoming"-ის ტურის ფარგლებში იყო, თუმცა პარიზსა და ბერლინში ვიზიტები გადადო და აშშ-ში ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უფროსის დაკრძალვაზე დასასწრებად დაბრუნდა.

კომენტარები