დიდი ადრონული კოლაიდერი

დიდი ადრონული კოლაიდერი ორი წლით გამოირთო

დიდი ადრონული კოლაიდერი

CERN-ის მეცნიერებმა დიდი ადრონული კოლაიდერი გასაუმჯობესებლად და ძველი ნაწილების ჩასანაცვლებლად ორი წლით გამორთეს. 

"2015 წლიდან ადრონული კოლაიდერი მოსალოდნელზე უკეთ მუშაობდა. მან მიაღწია 16 მილიონ მილიარდ შეჯახებას 13 ტერაელექტრონვოლტ ენერგიაზე და მონაცემთა დიდ კრებულს მძიმე იონების შეჯახებაზე 5.02 ტერაელექტროვოლტ ენერგიაზე."- განაცხადა CERN-მა ორშაბათს. 

ამ შეჯახებებმა შექმნა დიდი ოდენობით მონაცემები, რომელიც 300 პეტაბაიტს აღემატება (300 მილიონი გიგაბაიტი) და შენახულია CERN-ის მონაცემთა ცენტრის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

"სხვა არაჩვეულებრივ შედეგებთან ერთად, ბოლო რამდენიმე წელში კოლაიდერის ექსპერიმენტებმა მოიტანა უზარმაზარი პროგრესი ჰიგსის ბოზონის თვისებების შესწავლაში." - ამბობს CERN-ის დირექტორი ფაბიოლა ჯანოტი. 

ახალი, გაუმჯობესებული კოლაიდერი 2021 წლის გაზაფხულზე ამუშავდება და გადატვირთვის შემდეგ 14 ტერაელექტრონვოლტ ენერგიას მიაღწევს. CERN-ს იმედი აქვს, რომ 2025-2035 წლისთვის დაგეგმილი ექსპერიმენტები აქამდე არსებულზე ათჯერ უფრო მეტ მონაცემებს შეაგროვებს. 

განახლებული კოლაიდერის ფუნდამენტური ნაწილაკების გაზომვები უფრო ზუსტი იქნება და მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას შეისწავლონ იშვიათი პროცესები, რომლებიც ამჟამად ჩვენი აღქმის მიღმაა. 

დიდი ადრონული კოლაიდერის მიერ ჰიგსის ბოზონის არსებობის დადასტურებიდან ექვსი წელი გავიდა. ამ აღმოჩენამ მკვლევრებს მისცა შესაძლებლობა უკეთ გაეგოთ, თუ რატომ აქვს მატერიას მასა. 

კომენტარები