ფილიპინები

ფილიპინების პრეზიდენტი: საერთაშორისო სამიტებზე რომ არ ჩამეძინოს მარიხუანას ვეწევი

როდრიგო დუტერტე
EPA

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ნარკოტიკებთან ბრძოლის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის მიერ გამართულ ცერემონიაზე თქვა, რომ საერთაშორისო შეხვედრები გრძელი და დამღლელია და ხშირად ღამეების გათენება უწევს:

"ჩემს ასაკში, ეს დიდად არ მაწუხებს, იმიტომ, რომ სიფხიზლის შესანარჩუნებლად მარიხუანას ვეწევსი." თქვა მან.

მოგვიანებით დუტერტემ განმარტა, რომ ეს ხუმრობა იყო.

"რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო. ყველა, ვინც ეს სერიოზულად მიიღო სულელია." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დრის წინ ფილიპინების სასამართლოს სამ პოლიციელს 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რადგან მათ 17 წლის ბიჭი ნარკოტიკების გამსაღებლად მიიჩნიეს და მოკლეს.

მთავრობის მიერ ნარკოტიკებთან ომის გამოცხადების შემდეგ ფილიპინებში 5,000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

კომენტარები