დანია

დანია არასასურველ მიგრანტებს კუნძულზე დაასახლებს, სადაც ცხოველთა დააავადებებს იკვლევენ

Independent

დანიის მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ და მემარჯვენე "დანიის სახალხო პარტიამ" შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე 100-ზე მეტ ადამიანს, მიგრანტებს, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს, ან თავშესაფარზე უარი უთხრეს, თუმცა სამშობლოში ვერ აბრუნებენ, ლინჰოლმის კუნძულზე დაასახლებენ.

ბალტიის ზღვის კუნძულის ფართობი 68,796 კვადრატული მეტრია და იქ ამჟამად ცხოველთა გადამდები დაავადებების საკვლევი ლაბორატორია და კრემატორიუმი მდებარეობს. კუნძულს სულ ორი ბორანი ემსახურება. ერთ-ერთ მათგანს "ვირუსი" ჰქვია. სახალხო პარტიის სპიკერის თქმით იგეგმება ბორნების მოძრაობის კიდევ უფრო შეზღუდვა და გაძვირება.

კუნძულზე დასახლებულ მიგრანტებს ყოვედღიურად მოუწევთ გამოცხადდნენ კუნძულზე გახსნილ სპეციალურ ცენტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პატიმრობა დაემუქრებათ. ფინანსთან მინისტრის თქმით კუნძული საპატიმრო არაა, თუმცა იქ დასახლებულები ვალდებულები იქნებიან ღამე კუნძულზე გაატარონ. კუნძულზე სპეციალურ დაწესებულებები 2021 წლისათვის გაიხსნება. პროექტისთვის 115 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

კომენტარები