მოდა

Victoria’s Secret-ის რეიტინგი მკვეთრად დაეცა

Victoria’s Secret-ის მოდების ჩვენებას დიდი კრიტიკა მოჰყვა.

გრძელფეხება, გამომწვევად ჩაცმული ანგელოზისფრთებიანი მოდელების შოუს ABC-ზე მხოლოდ 3.3 მილიონმა ადამიანმა უყურა. 

ShowBuzzDaily-ის ცნობით, ეს წინა წელთან შედარებით 1.7 მილიონით ნაკლები და ორი წლის წინანდელი ნახვების ნახევარია, ხოლო 2001 წელს მოდელებმა 12 მილიონი ადამიანის დაინტერესება შეძლეს.

ქალის თეთრეულის ბრენდის, Victoria’s Secret-ის აქციების ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში 41%-ით შემცირდა. როგორც ჩანს, კომპანია მომხმარებლებს კარგავს. მიზეზი ბრენდის მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. 

კრიტიკა დაახლოებით 1 თვის წინ მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ედ რაზეკმა თქვა, რომ ტრანსგენდერ გოგოებს შოუზე არ აიყვანს.

"გვეკითხებიან, რატომ არ აკეთებთ ამას? არ უნდა გყავდეთ ტრანსგენდერი გოგოები შოუზე? არა, არა, არ ვფიქრობ, რომ უნდა გვყავდეს. რატომ არა? იმიტომ რომ ეს შოუ ფანტასტიკაა. ეს 42-წუთიანი განსაკუთრებული გასართობი შოუა. აი რა არის ის", - თქვა მან.

დიდი გამოხმაურებისა და კრიტიკის შემდეგ რაზეკმა​ ბოდიშ​ი მოიხადა და თქვა, რომ აიყვანს ტრანსგენდერ მოდელს, თუ ის შესაბამის სტანდარტს დააკმაყოფილებს.

როგორც ექსპერტები ნიუ იორკ თაიმსს ეუბნებიან, იმისთვის, რომ ბრენდი გადარჩეს, მხარი მრავალფეროვნებას და სექსუალობის რეალისტურ იდეას უნდა დაუჭიროს. 

კომენტარები