ნიკა რურუა

პოლიტიკოსი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტაბულა

პოლიტიკოსი, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნიკა რურუა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიიდან.

პარლამენტის წევრობისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე იყო.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკა რურუა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა. მისი ინიციატივით თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაარსდა.

ტაბულას გუნდი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

კომენტარები