არჩევნები 2018

ზურაბიშვილი ინაუგურაციის ადგილზე: განიხილება ბევრი ვერსია, მათ შორის ქალაქგარეთ ჩატარების

ტაბულა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ცნობით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალის გასამართად თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც განიხილება.

"განიხილება ძალიან ბევრი ვერსია, მათ შორის ქალაქგარეთ ჩატარების. ყველაფერს გეტყვით, როცა დადასტურებული იქნება. ჯერ ყველა ვერსიის და სცენარის შესწავლა მიმდინარეობს", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამბობს ზურაბიშვილი.

პირველი არხის ცნობით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილსაც მიიწვევს ინაუგურაციის ცერემონიალზე.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ცერემონიალის ჩატარების ზუსტი ადგილი ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.

კომენტარები