გზების დეპარტამენტი

რიკოთის გვირაბში დღეს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მოძრაობა იკრძალება

რიკოთის გვირაბში დღეს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

სატრანსპორტო ნაკადი რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე იმოძრავებს.

"დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. ამ რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება" - აღნიშნავს გზების დეპარტამენტი.

კომენტარები