აშშ-საქართველო

აშშ-ის სახ. დეპ.-ი საქართველოს არჩევნებზე: შეშფოთებას გამოვთქვამთ მრავალი დარღვევის გამო

EPA

NATO-ს მინისტერიალის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მინისტერიალის ფარგლებში განხილული საკითხები შეაჯამა, მათ შორის საქართველოს საკითხი:

"ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი. აშშ-მა განსაკუთრებით ძლიერი მხარდაჭერის სიგნალები გაუგზავნა ამ ქვეყნებს და უერთდება მათ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მათ პოზიციაში, როგორც გარეგენი, ტეროტორიული აგრესიის, ასევე შიდა, დემოკრატიის შენების და რეფორმების პროცესში გამოვლენილი აგრესიის წინააღმდეგ.

აშშ-ის პერსპექტივიდან, ნათლად დავაფიქსირეთ, რომ მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს მომავალი ნატოში. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა რეფორმებში, განსაკუთრებით თავდაცვის სექტორში და დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა.

მოხარულები ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. შეშფოთებას გამოვთქვამთ მრავალი დარღვევის გამო, რაც ამ არჩევნებში ვნახეთ, მაგრამ ყურადღებით დავაკვირდებით როგორ მოხდება ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაცია და ვფიქრობ, რომ მომდევნო წლის პირველი ნახევარი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის გამოცდა იქნება." თქვა მან.

კომენტარები