ნიკა რურუა

ნიკა რურუას 6 დეკემბერს დაკრძალავენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ნიკა რურუას ხვალ, 6 დეკემბერს დაკრძალავენ.

პანაშვიდი დღეს, ზანდუკელის ქ 21-ში გაიმართება, ხვალ კი, 11:00-დან გადაასვენებენ ვერის სასაფლაოს ეკლესიაში. სწორედ იქიდან მოხდება დაკრძალვა - 15:00-ზე.

პოლიტიკოსი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში, გუშინ გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა გახდა. 

ნიკა რურუა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიიდან.

პარლამენტის წევრობისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე იყო.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკა რურუა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა. მისი ინიციატივით თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაარსდა. 

ტაბულას გუნდი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გადაღებულ კლიპებში მონაწილეობდნენ

კომენტარები