აშშ-რუსეთი

პომპეო: თუ რუსეთი 1987 წლის შეთანხმების შესრულებას 60 დღეში არ დაიწყებს, აშშ მას დატოვებს

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: Getty Images

აშშ-შ რუსეთს 60 დღეს აძლევს, რათა 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების პირობების შესრულება დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეთანხმებას დატოვებს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა. პომპეო ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე იმყოფებოდა და რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა:

"რუსეთი უნდა დაუბრუნდეს შეთანხმების სრულ და შემოწმებად შესრულებას. თუ ამას ვერ შეძლებენ, ეს შეთანხმების დასასრული იქნება. ჩვენს ქვეყნებს აქვთ არჩევანი. ან დავმალავთ თავს ქვიშაში ან საღ აზრზე დავრჩვით და რუსეთის მხრიდან შეთანხმების აღმაშფოთებელი უგულებელყოფის საპასუხოდ ვიმოქმედებთ." უთხრა მან ჟურნალისტებს.

აშშ-მა ნატოს წევრ მოკავშირეებს რუსეთის ახალი რაკეტების შესახებ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გაუზიარა.

"ვწუხვარ, რომ დიდი ალბათობით შეთანხმების დასასრულის მომსწრე გავხდებით. იარაღის კონტროლის შესახებ ვერცერთი შეთანხმება ვერ იმუშავებს, თუ მას მხოლოდ ერთი მხარე დაიცავს." თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში ნატოს წევრი ქვეყნები ერთობლივ საპასუხო ზომას მიმართავენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა შეიძლება ეს იყოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი მკაცრად იცავს შეთანხმების პირობებს და ამერიკამ ეს იცის.

მინისტერიალზე რუსეთი ქერჩის სრუტეში მისი ქმედებების გამოც გააკრიტიკეს.

"ოთხი წლის წინ რუსეთმა ყირიმის არალეგალური ანექსია მოახდინა. ახლა ის ცდილობს ყირიმი აზოვის აზღვაზე კონტროლის გასაფართოვებლად გამოიყენოს." თქვა სტოლტენბერგმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები