ნარკოპოლიტიკა

გერმანიის მოქალაქეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის 15 წელი მიესაჯა

0 კომენტარი

გერმანიის მოქალაქეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა შეეფერდა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებული გერმანიის მოქალაქე ლ. ა. დამნაშავედ სცნო. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 1039,9649 გრ. "მდმა" (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 27,86115 გრ. "ამფეტამინი", 2,5518 გრ. "ბუპრენორფინი" და 38,099495 გრ. კოკაინი (მარილი), საიდანაც 21,8673 გრ. "მდმა", 8,3 გრ. "ამფეტამინი" და 5,3357 გრ. კოკაინი (მარილი) უკანონოდ გაასაღა ნ.ჩ.-ზე, ხოლონაწილს ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის განცხადებით, ეს ნარკოტიკული საშუალებები პოლიციის თანამშრომლებმა 14 მარტს თბილისში ნ.ჩ.-ისა და ლ.ა.-ს ბინების ჩხრეკების შედეგად ამოიღეს. 

გერმანიის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის სახით 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ამერიკელ კოლეგებთან ერთად იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოვავლინეთ (Video)

კომენტარები