საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

შერმადინის სროლა ფიბა-მ მე-5 საკვალიფიკაციო ფანჯრის საუკეთესო ეპიზოდად აღიარა 

0 კომენტარი
ფოტო: GBF.GE

3 დეკემბერს, გიორგი შერმადინის მიერ ისრაელის ნაკრების კალათში ჩაგდებული ბურთი გადამწყვეტი იყო. ქართველმა ცენტრმა ოვერტაიმში თანაბარ ანგარიშის დროს გამარჯვების ბურთი ჩაუგდო ებრაელებს და საქართელოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-5 გამარჯვება მოაპოვებინა. 

ფიბა-მ შერმადინის ეს დრამატული მომენტი მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ტურნირის მე-5 ფანჯრის საუკეთესო ეპიზოდად აღიარა. ფიბა-ს და “ნაიკის” ერთობლივ ხუთეულში ადგილები ასე განაწილდა:

5. ანდრეი კულაგინი (რუსეთი) VS ჩეხეთი

4. დრაგან მილოსავლიევიჩი (სერბეთი) VS საბერძნეთი

3. კარიმ იალოუ (გერმანია) VS ესტონეთი

2. ჯონათან რუსელი (საფრანგეთი) VS ბულგარეთი

1. გიორგი შერმადინი (საქართელო) VS ისრაელი

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები