ჯანი ბუკიკიო

ჯანი ბუკიკიოს წერილი ზურაბიშვილს: ვენეციის კომისია ყოველთვის მხარს დაუჭერს რეფორმებს

0 კომენტარი
ჯანი ბუკიკიო ფოტო: OC Media

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ სალომე ზურაბიშვილს წერილი მისწერა და პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მისი თქმით მოხარულია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს და წარმატებებს უსურვებს მას სამომავლო საქმიანობაში.

"ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რადგან ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ქართველმა ხალხმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია.

კარგად მახსოვს ჩვენი კარგი თანამშრომლობა როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. გთხოვთ დარწმუნებული იყავით, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მცდელობებს იმ რეფორმების გატარების კუთხით, რასაც თქვენი ქვეყნის მიერ არჩეული ევროპული ინტეგრაციის კურსი მოითხოვს." ვკითხულობთ წერილში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები