ხორავას ქუჩის საქმე

გახარია პარლამენტში 16 დეკემბრის შემდეგ მივა, წინასწარი ინფორმაციით, მას კომიტეტზე მოუსმენენ

შუნაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინაუგურაციის შემდგომ, დეკემბრის ბოლომდე მივა. წინასწარი ინფორმაციით, გიორგი გახარიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

გიორგი გახარია პარლამენტში ევროპულმა საქართველომ დაიბარა. თუმცა, მათ შს მინისტრის მოსმენა უმცირესობის ფორმატში სურთ. ევროპული საქართველო ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის შესრულებას ითხოვს.

7 ნოემბერს, შსს აცხადებდა, რომ გიორგი გახარია "ნებისმიერ დროს" მზადაა პარლამენტში მისასვლელად.

"ევროპული საქართველო 31 ოქტომბრამდე ითხოვდა შს მინისტრის პარლამენტში მისვლას, თუმცა, საარჩევნო პერიოდს დაემთხვა და ვერ მოახერხა მისვლა. ახლა უკვე ნებისმიერ დროს მზადაა, რომ პარლამენტში მივიდეს“, - აღნიშნავდა შსს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

კომენტარები