საშვილოსნოს გადანერგვა

მკვდარი ქალისგან გადანერგილი საშვილოსნოდან ჯანმრთელი გოგო დაიბადა

ბრაზილიაში, სან-პაულოში ექიმებმა ჩაატარეს 10 საათიანი ოპერაცია, რომლის შედეგად გარდაცვლილი დონორის სხეულიდან გადანერგილი საშვილოსნოდან დაიბადა ჯანმრთელი გოგო.

აქამდე, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის 39 შემთხვევაში ყოფილა და ყველა ტრანსპლანტატი ცოცხალი დონორისგან იყო. წინა 10 ტრანსპლანტაცია, რომელიც მკვდარი დონორისგან სცადეს წარუმატებელი გამოდგა, რადგან ნაადრევი მშობიარეობით დასრულდა. 

ამ შემთხვევაში, რომელიც ჟურნალ ლანცეტში აღწერეს, საშვილოსნოს დონორი იყო 40 წლის სამი შვილის დედა, რომელიც ტვინის სისხლდენით მოკვდა. 

საშვილოსნოს მიმღებს ჰქონდა მეიერ-როკიტანსკი-კასტერ-ჰაუზერის სინდრომი, დაავადება რომელიც 4500-ში ერთ ქალს ემართება და საშვილოსნოს და საშოს ჩამოყალიბებას აფერხებს. 

თუმცა, მისი საკვერცხეები ჯანმრთელი იყო და ექიმებმა შეძლეს კვერცხუჯრედების მოშორება, გაყინვა და ხელოვნური განაყოფიერება.

ოპერაციამდე ქალს წამლების მისცეს, რათა მისი იმუნური სისტემა დასუსტებულიყო და თავს არ დასხმობდა ტრანსპლანტატს. 

ოპერაციიდან ექვს კვირაში ქალს მენსტრუალური ციკლი დაეწყო. შვიდი თვის შემდეგ კი ექიმებმა ოპერაციამდე ოთხი თვით ადრე ხელოვნური განაყოფიერებით ჩასახული ემბრიონი გადაუნერგეს.

ნორმალური ორსულობის შემდეგ, 2017 წლის 15 დეკემბერს დაიბადა 2.5 კილოგრამის წონის ჯანმრთელი ახალშობილი. 

კომენტარები