ზურაბიშვილის ინაუგურაცია

პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფი იქმნება

სასჯელაღსრულების სამინისტრო

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

"გუშინ საღამოს დამევალა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გვქონოდა თათბირი ყველა იმ უწყებასთან, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ საკითხების ორგანიზება ხელეწიფება. ამასთანავე, ადმინისტრაციაში მუშავდება პრემიერმინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებისთვის საჭირო კომისიის წევრებს. ეს კომისია უკვე იმუშავებს სცენარზე და სხვა შესაძლო ღონისძიებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ინაუგურაციის პროცესში. ჯერ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებს",- ამბობს კახიშვილი. 

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს წესებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ინაუგურაციის ჩატარების პირობები. 

"2001 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ინაუგურაციის ადგილად განსაზღვრულია თბილისში, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა და სხვა წესები ჰარმონიაში აღარაა დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციაში მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების წესი",- აღნიშნა კახიშვილმა. 

მისი თქმითვე, ინაუგურაციის ადგილთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობდა ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომლის შემდეგაც გადაწყდა თელავი. 

კახიშვილი ამბობს, რომ ინაუგურაციის ხარჯები ჯერ დათვლილი არ არის. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

კომენტარები