ლუ გუანგი, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ფოტოგრაფი, ჩინეთში რამდენიმე კვირის წინ გაუჩინარდა. ვარაუდობენ, რომ მისი საქმიანობის გამო მთავრობამ დააკავა. ის ადამიანის უფლებების, აივ ინფექციის, ბავშვების, ნარკომანიის, გარემოს და სხვა მთავრობისთვის მწვავე თემებზე მუშაობს.
"ჩინეთში რეალობა ისაა, რომ არასდროს იცი, რა დაგემართება. აქ დაწერილი წესები არ არსებობს," - თქვა მან 2017 წელს ინტერვიუში.