მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნოდ გადაცემას წაიყვანს [ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ტელეკომპანია Zik -ის ეთერში წინასაარჩევნოდ გადაცემას წაიყვანს. გადაცემა ჯოკრები ეთერში 7 დეკემბრიდან გავა, პარასკევობით, 18:30 საათზე. 

გადაცემის ანონსის მიხედვით, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეებს იმ მნიშვნელოვან მოვლენებს გაახსენებს, რაც მათ 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ.

ვიდეო-ანონსს სააკაშვილი საკუთარ facebook გვერდზე ავრცელებს.

კომენტარები