რუსეთი

რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველი Facebook პოსტის გამო დააკავეს

Wikipedia

Amnesty International-ის მიხედვით, რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველი, 77 წლის ლევ პონომარიოვი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო დააკავეს.

ოქტომბერში მან სოციალურ ქსელში დაკავებული ახალგაზრდა აქტივისტის მხარდასაჭერად მშვიდობიანი მიტინგის გამართვისაკენ მოწოდება გაავრცელა. ამის გამო, 2 დეკემბერს ის საჯარო თავშეყრის შესახებ კანონის დარღვევაში ცნეს დამნაშავედ და 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ პონომარიოვმა 28 ოქტომბერს აქციის ჩასატარებლად უფლება ოფიციალურადაც მოითხოვა, თუმცა მას უარი უთხრეს, აქციის გამართვა აკრძალეს და შეკრებილი მონაწილეები პოლიციამ დაშალა.

"ლევ პონომარიოვი ადამიანის უფლებათა დამცველი მოძრაობის ერთ-ერთი ბურჯია რუსეთში. ამ სასჯელით რუსეთის ხელისუფლებამ აჩვენა მათი ზიზღი ადამიანის უფლებების მიმართ, რადგან დასაჯა კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება მათ დაცვას მიუძღვნა." თქვა Amnesty International-ის მოსკოვის ოფისის დირექტორმა, ნატალია ზვიაგინამ.

კომენტარები