აშშ

ჯორჯ ბუშმა მამის პანაშვიდზე მიშელ ობამას ხელის ჩამორთმევისას კანფეტი მისცა [Video]

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა მამის, აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უფროსის პანაშვიდზე ხელის ჩამორთმევისას ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლეს, აშშ-ის ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას კანფეტი მისცა.

ბუშმა მიშელ ობამას კანფეტი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის პანაშვიდზეც მისცა.

მაშინ მიშელ ობამამ თქვა, რომ ეს თეთრი სახლის ემბლემიანი ხველის წამალი იყო.

"მე ვკითხე რამდენი ხანი ინახავდა მათ, მან კი მიპასუხა "დიდი ხანი, ასეთი ბევრი გვაქვს."

ცნობილია, რომ ჯორჯ ბუშს და მიშელ ობამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 

მიშელ ობამას თქმით, ამდენი წლის განამვლობაში ოფიციალურ ღონისძიებებზე ერთად ჯდომის გამო ჯორჯ ბუში უმცროსი მის თანამზრახველად ჩამოყალიბდა.

"პრეზიდენტი ბუში და მე ოფიციალურ ღონისძიებებზე ყოველთვის ერთად ვსხედვართ, პროტოკოლი გამო. ამიტომ, ის ჩემი თანამზრახველია ყველა დიდ საქმეში. მე ის სიკვდილამდე მიყვარს, დიდებული და სახალისო კაცია", - თქვა მიშელ ობამამ.

მიშელ ობამას თქმით, მათი განსხვავება პოლიტიკური პარტიების გამო არაფერს ნიშნავს.

"პოლიტიკური პარტიები ვერ დაგვაშორებენ. კანის ფერი, გენდერი და მსგავსი რაღაცები ჩვენ ვერ დაგვაშორებენ", - თქვა მიშელ ობამამ.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 30 ნოემბერს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები