არჩევნები 2018

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი: ზურაბიშვილს ხალხისგან სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია

გიორგი ლომია
საქართველოს პარლამენტი

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მეფის სასახლეში არ უნდა ატარებდეს ინაუგურაციას, რადგან არც მეფის შთამომავალია და არც სრული ლეგიტიმაცია მიუღია.

გიორგი ლომიას თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წასვლას არ აპირებს.

"ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ადგილი მანდ არ არის და არ მივალ. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ "თუ პატრიოტთა ალიანსიდან" რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა კაცო, რა პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი [ინაუგურაციის თელავში ჩატარებით]. არ ვთლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოუცხადა ჩვენმა მოსახლეობამ", - ამბობს დეპუტატი.

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.

კომენტარები