აშშ

CNN: აშშ შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდების გაგზავნას გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: ABS

CNN-ის მიხედვით აშშ შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდების გაგზავნას გეგმავს. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა ქერჩის სრუტეში უკრაინული გემები და მათი ეკიპაჟი დაატყვევა და ამის შესახებ თურქეთს აცნობეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანექსირებულ ყირიმში განთავსებული მათი სამხედრო ნაწილები შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიის სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ჯონ ბარასომ  აშშ-სა და ნატოს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირების და შავ ზღვაში ხომალდების გაგზავნისაკენ მოუწოდა.

26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ NATO-ს მოუწოდა აზოვის ზღვაში საკუთარი გემები გაგზავნოს.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მუსია ქებურია

კომენტარები