საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა

0 კომენტარი
ფოტო: GFF.GE

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა იტალიასთან და 2:1 გაიმარჯვა.

გიორგი მიქაძის გუნდი თავიდან აგებდა, თუმცა გიორგი გულიაშვილმა ზურიკო დავითაშვილის პასით პირველივე ტაიმში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა უფრო მოუმატა და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლიც გაიტანა - ცოტნე ფაცაციამ ჯარიმიდან შეაგდო. იქამდე კი, მე-60 წუთზე დავითაშვილმა პენალტი გააცუდა.

ძირითადი შემადგენლობა: ბულისკერია, ჯაფარიძე, ბუიღლიშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, ინჯგია, ბაბუნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ივანიაძე, გაბუნია, შეყილაძე, ფაცაცია, ნანობაშვილი, გაბელაია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები