აშშ-საქართველო

საქართველოს საელჩო აშშ-ში: ჯორჯ ბუშის ლიდერობა გადამწყვეტი იყო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის

აშშ-ში საქართველოს საელჩოს Facebook გვერდზე ამერიკის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს:

"დღეს აშშ ემშვიდობება დიდ ამერიკელს, რომლის ლიდერობა გადამწყვეტი იყო საქართველოს და სხვა ყოფილი საბჭოთა აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის დაბრუნებაში 1991 წლის დეკემბერში."

ჯორჯ ბუში უფროსი 30 ნოემბერს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ტეხასში, მისივე სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. აქვეა დაკრძალული მისი მეუღლე ბარბარა ბუში, რომელიც 17 აპრილს გარდაიცვალა.

კომენტარები