გიორგი ჩაკვეტაძე

ანდორის ნაკრების კაპიტანი გიორგი ჩაკვეტაძის მაისურით ამაყობს

GFF.GE

ანდორის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ილდეფონს ლიმა სოლამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ მაისური გიორგი ჩაკვეტაძეს გაუცვალა. 38 წლის ფეხბურთელი თავისზე ორჯერ ახალგაზრდა კოლეგით ამაყობს და მის მაისურს საგულდაგულოდ ინახავს. სოლამ ჩაკვეტაძის მაისურის ფოტო "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩში ანგარიში ჩაკვეტაძემ გახსნა. მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და საბოლოოდ, მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. ანდორაში ჩასულები იყვნენ კატალონიის "ბარსელონას" სკაუტები, რომლებიც "გენტის" 19 წლის ტალანტს აკვირდებოდნენ.

კომენტარები