მოდა

იუთუბერმა ტრანსგენდერმა ქალმა Victoria's Secret-ის ანტი-ტრანს კომენტარს უპასუხა

0 კომენტარი
ფოტო: BuzzFeed

ტრანსგენდერმა იუთუბერმა ქალმა, ნიკიტა დრაგუნმა Victoria's Secret-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის ანტი-ტრანს კომენტარებს პასუხი "ფანტაზიური ბიუსჰალტერის" კლიპით გასცა. მან ერთგვარი კამპანია წამოიწყო.

მისი ვიდეო ედ რაზეკის ინტერვიუს გამო შეიქმნა.

"გვეკითხებიან, რატომ არ აკეთებთ ამას? არ უნდა გყავდეთ ტრანსგენდერი გოგოები შოუზე? არა, არა, არ ვფიქრობ, რომ უნდა გვყავდეს. რატომ არა? იმიტომ რომ ეს შოუ ფანტაზიაა. ეს 42-წუთიანი განსაკუთრებული გასართობი შოუა. აი რა არის ის", - ამბობს რაზეკი ინტერვიუში.

დიდი გამოხმაურებისა და კრიტიკის შემდეგ რაზეკმა​ ბოდიშ​ი მოიხადა და თქვა, რომ აიყვანს ტრანსგენდერ მოდელს, თუ ისინი შესაბამის სტანდარტს დააკმაყოფილებენ.

დრაგუნის ვიდეომ 7 საათში 1.9 მილიონი ნახვა დააგროვა ტვიტერზე, ინსტაგრამზე კი 600 ათასზე მეტი მოწონება.

ვიდეოში, რომლის შექმნასაც რამდენიმე დღე დასჭირდა, ნიკიტას Victoria's Secret-ის ანგელოზის, ადრიანა ლიმას მსგავსად აცვია.

ფოტო: BUZZFEED
ფოტო: BUZZFEED

ინსტაგრამზე 32 ათასი კომენტარის გარდა, ხალხი მის პროდუქციას ითხოვს, ეს ტვიტერზე 55 ათასჯერ დაიწერა.

იუთუბერი ამბობს რომ ეს პროექტი "სიძულვილის გამომხატველი არ არის".

მან დადებითი კომენტარებისთვის მადლობის გადახდის დროს თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.

ფოტო: BUZZFEED

ნიკიტამ სახელი და გენდერი ოფიციალურად გასულ წელს შეიცვალა.

ბოლო წლებში ვიქტორიას სიქრითის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, 2018 წლის შოუს კი ისტორიაში ყველაზე ცოტა ადამიანმა უყურა. შოუს შექმნმელებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ "მხარს არ უჭერენ მრავალფეროვნებას და სექსუალურობის რეალისტურ იდეას".  

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები