არჩევნები 2018

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"მივიღე ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურზე მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობა. გილოცავთ ხალხის ხმებით ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას. მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღმავლობა", - ნათქვამია წერილობით მილოცვაში.

[სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის თარგმანი]

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები