არჩევნები 2018

"გისურვებთ მხნეობას და წარმატებებს" - პოროშენკო ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

0 კომენტარი

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მილოცვის წერილს ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. 

"უკრაინელი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე თქვენს დანიშვნას",- წერს პოროშენკო წერილში. 

მისი თქმით, საქართველოს და უკრაინას არამხოლოდ დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ქვეყნების წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევები და საფრთხეები აკავშირებთ. 

მისი თქმითვე, უკრაინა ყოველთვის დაიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ერთობლივი ძალისხმევით და მთელი თავისი დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაციით ჩვენ შევაჩერებთ აგრესორ ქვეყანას და მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების სრულ დეოკუპაციას",- აღნიშნა მან. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში.

"გისურვებთ მხნეობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობას კეთილდღეობას და აყვავებას",- წერია პოროშენკოს წერილში. 

(სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის თარგმანი)

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები