ალიასკა

7 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად განადგურებული გზები ალიასკაზე 4 დღეში აღადგინეს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook

პარასკევს ალიასკაზე 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები და ზოგიერთ მონაკვეთზე განადგურდა გზები.

გზებზე გაჩენილი უზარმაზარი ორმოების და ბზარების სურათები სოციალურ მედიაში გავრცელდა. თუმცა, 4 დღის შემდეგ ისინი უკვე სრულად არის აღდგენილი.

ფედერალურმა მთავრობამ მიწისძვრის შემდეგ ალიასკას 5 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო მოკლევადიანი დახმარების სახით. ალიასკის საგზაო დეპარტამენტის თქმით წელიწადის ამ დროს სიცივის გამო გზების დაგება უფრო რთულია, მაგრამ მათ ეს შეუძლიათ. ამოწმებენ ხიდებსაც, თუმცა ამ დროისთვის რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება გამოვლენილი არ არის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გადაღებულ კლიპებში მონაწილეობდნენ

კომენტარები