ლუქსემბურგი

ლუქსემბურგში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება

0 კომენტარი
ფოტო: Sky

ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება.

მომავალი ზაფხულიდან მატარებლებზე, ტრამვაიზე და ავტობუსებზე მგზავრობის საფასური მოიხსნება.

დემოკრატიული პარტიის ლიდერი ქსავი ბეტელი პრემიერმინისტრის პოსტზე მეორედ გუშინ დაამტკიცეს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გაუქმება სწორედ მისი კოალიციის გეგმას წარმოადგენს, რომელშიც მემარცხენე სოციალის მშრომელთა და მწვანეთა პარტიები შედიან.

ლუქსემბურგში საცობების პრობლემა მწვავედ იდგა. კვლევების მიხედვით თითოეულმა მძღოლმა 2016 წელს საცობში საშუალოდ 33 საათი გაატარა. ქვეყანას სულ 600,000 მაცხოვრებელი ჰყავს, თუმცა ყოველდღიურად იქ 200,000-ზე მეტი ადამიანი ჩადის საფრანგეთიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან.

გარდა ამისა მთავრობა მარიხუანას ლეგალიზაციას და ორი ახალი ოფიციალური დასვენების დღის შემოღებასაც განიხილავს.

2017 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (108.000 აშშ დოლარი, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს 854%-ით აღემატება) ლუქსემბურგი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. 2018 წლის ანალიზით ლუქსემბურგის მთლიანი შიდა პროდუქტი 60 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლორია

კომენტარები