შსს

შსს-მ თბილისში  ქრთამის აღების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალუმა ინსპექციამ თბილისში ქრთამის აღების ფაქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

1984 წელს დაბადებული ნ.შ 6 დეკემბერს მეტროსადგურ ვარკეთილში, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები