არჩევნები 2018

უდუმაშვილი: არ ვაღიარებთ ზურაბიშვილს პრეზიდენტად, ვაშაძე ინაუგურაციაზე არ იქნება

0 კომენტარი
ფოტო: rustavi2.ge

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე დაპატიჟებს, თუ ის მის პრეზიდენტობას აღიარებს.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ზურაბიშვლის პრეზიდენტობას არ აღიარებს, შესაბამისად, ინაუგურაცა ვაშაძის გარეშე ჩავლის.

"ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის", - ამბობს უდუმაშვილი რუსთავი 2-თან.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვას - დაპატიჟებს თუ არა ინაუგურაციაზე მეორე ტურში დამარცხებულ ოპონენტ გრიგოლ ვაშაძეს, ასე უპასუხა: "უნდა ვიფიქრო ამ თემაზე, გეტყვით, ხვალ გეტყვით. თუ ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, იქნება დაპატიჟებული".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით აქუბარდია

კომენტარები