გაერთიანებული ოპოზიციის აქცია

"გაერთიანებულ ოპოზიაციას" არ გადაუწყვეტია, სად ჩაატარებს აქციას ინაუგურაციის დღეს

0 კომენტარი

"გაერთიანებულ ოპოზიციას" ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ჩაატარებს აქციას ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. 

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე II-ის სასახლეში გაიმართება. 

"გაერთიანებულ ოპოზიციაში" ტაბულას უთხრეს, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, რომელ ქალაქში ჩატარდება მათ მიერ დაანონსებული აქცია. მოძრაობის განცხადებით, აქციის ლოკაციად, მათ შორის, თელავიც განიხილება, სადაც 16 დეკემბერს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაციაა დაგეგმილი. 

2 დეკემბერს პარლამენტის ძველ შენობასთან ჩატარებულ ოპოზიციურ აქციაზე, მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ხელისუფლებას ვადას სწორედ 16 დეკემბრამდე, ინაუგურაციის დღემდე აძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ დრომდე მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, ოპოზიციამ აქციების განახლება დააანონსა. 

ოპოზიციის მოთხოვნა პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნაა. ამასთან, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები