K POP

კორეული ჯგუფის, BTS-ის ალბომი Love Yourself:Tear გრემის ნომინანტია

სამხრეთ კორეული პოპ ჯგუფი ბითიესის ალბომი Love Yourself: Tear გრემის დაჯილდოებაზე წარადგინეს. BTS პირველი კორეული პოპ ჯგუფია, რომელმაც ეს შეძლო.

ნომინაციაში "საუკეთესო ალბომი" ასევე წარდგენილები არიან:

• Masseduction
      Willo Perron, art director (St. Vincent)

• The Offering
      Qing-Yang Xiao, art director (The Chairman)

• Well Kept Thing
      Adam Moore, art director (Foxhole)

• Be The Cowboy
      Mary Banas, art director (Mitski)

ნომინანტების სრული სია ნახეთ აქ.

2019 წლის გრემის მუსიკალური დაჯილდოება 10 თებერვალს გაიმართება და CBS-ის ეთერით გადაიცემა.

BTS შვიდი წევრისგან შედგება (RM, JIN, SUGA, J-HOPE, JIMIN, V, JUNGKOOK). ჯგუფი კომპანია Big Hit Entertainment-მა დააარსა. მისი დებიუტი 2013 წლის 12 ივნისს შედგა, სიმღერით "No More Dream". 

ბითიესი ქეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო, ხოლო სიმღერა Idol-მა იუთუბზე 24 საათში 56 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.

კომენტარები