Call Me By Your Name

ანდრე ასიმანი Call Me By Your Name-ის გაგრძელებას წერს

starobserver.com.au

ანდრე ასიმანმა თავისი ბესტსელერი ნოველის - Call Me By Your Name-ის  სექუელი დააანონსა. ნოველის მიხედვით გადაღებულმა ფილმა, სადაც მთავარ როლს ტიმოთე შალამე და არმი ჰამერი თამაშობენ, ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ნოველა თინეიჯერი ელიოსა და მასზე უფროსი ოლივერის საზაფხულო რომანის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი მაშინ სრულდება, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, ნოველა კი მათ მომავალსაც აღწერს, როდესაც შეყვარებულები ერთმანეთს 20 წლის შემდეგ ხვდებიან.

ასიმანმა სამშაბათს განაცხადა, რომ მკითხველები მალე გაიგებენ, თუ როგორ გაგრძელდა გმირების ცხოვრება. “ მე მომეწონებოდა Call Me By Your Name-ის სექუელი, იდეაში, მე უკვე ვწერ მას” - დაწერა ტვიტერზე მწერალმა.

“ფილმის რეჟისორმა, ლუკა გუადანინომ ასევე გვამცნო, რომ ის ფილმის გაგრძელებას აპირებს. “ჩემი აზრით, ეს ფილმი შეიძლება გმირების ცხოვრების ქრონიკის პირველი თავი იყოს, და თუ პირველი ნაწილი არის ახალგაზრდა კაცად ჩამოყალიბება, შემდეგი თავი, შესაძლოა, იყოს ახალგაზრდა კაცის ადგილი მსოფლიოში - თუ რა უნდა მას, რა დარჩა იმ ემოციური დარტყმის შემდეგ, რაც გმირებმა განიცადეს “ - ამბობს რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში.

კომენტარები