ვანო მერაბიშვილის საქმე

კახიძე მერაბიშვილის საქმეზე: კომიტეტემა ჩვენი სამი მოთხოვნიდან, ორი დააკმაყოფილა

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი და ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე წულუკიანის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კახიძე ამბობს, რომ მას არასდროს უთქვამს, თითქოს მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლება დაავალა. კახიძე ამბობს, რომ სამი მოთხოვნიდან კომიტეტმა ორი - მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმეები გადახედვა და მიუკერძოებელი გამოძიების წარმობა დააკმაყოფილა, რაც შეეხება მერაბიშვილის გათავისუფლებას, მათ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ. 

"მინისტრმა კომიტეტმა იმაზე მეტიც კი მოითხოვა ვიდრე ჩვენ ვაყენებდით საკითხს. დასვა პირდაპირ პასუხისგებაში მიცემის საკითხი და თქვა, რომ გამოძიება ისე უნდა ჩატარდეს და ისეთი მასშტაბით, რომ გადამოწმდეს მთავარი პროკურორი მხრიდან განხორციელებული ზეწოლა ხო არ იყო კავშირში მერაბიშვილის განაჩენებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას. ხელისუფლებამ მოახერხა რომ 6 თვით გაიხანგრძლივა დრო და ძალიან მწვავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ივნისამდე პერიოდში და შემდეგ სხდომაზე განსხვავებული რეალობა გვექნება. წულუკიანი რასაც ამბობს, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ მინისტრთა კომიტეტმა დაავალა მთავრობას მერაბიშვილის გათავისუფლება, ესეთი დავალება მინიტრთა კომიტეტს არ გაუცია და მე არ მითქვამს, რომ მათ მსგავსი დავალება გასცეს." - ამბობს კახიძე ტაბულასთან საუბრისას. 

იუსტიციის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, "ოპონენტებს მსურს ასეთი კითხვა დავუსვა, თუ კი გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას დაგვავალა, ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებულიყო, რატომ არის დღეს დილით ვანო მერაბიშვილი საპატიმროში. "

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი და ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე გუშინდელ  ინტერვიუშიც ამბობდა, რომ "მინისტრთა კომიტეტმა დაავალა მთავრობას გამოიძიოს ციხიდან გაყვანა და მთავარი ამ გამოძიებაში არის ორი საკითხი. ერთი რომ უნდა დადგინდეს ხომ არ იყო კავშირი მერაბიშვილზე განხორციელებულ ზეწოლასა და მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებთან. მეორე - ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება სისხლის სამართლებრივი დევნით, კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემით."

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები