გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია

გერმანიის მმართველი პარტიის ლიდერის პოსტზე მერკელის მხარდაჭერილი კანდიდატი აირჩა

EPA

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე 999 დელეგატის 517 ხმა დაიმსახურა და პარტიის ლიდერის პოსტზე ანგელა მერკელი ჩაანაცვლა. 

მერკელმა ცოტა ხნის წინ თავად განაცხადა, რომ პარტიის ლიდერობა აღარ სურდა და ამ პოსტზე კარენბაუერის კანდიდატურას სწორედ თავად უჭერდა მხარს. პარტიის ლიდერის პოსტის დატოვების მიუხედავად, მისივე თქმით, ის გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2021 წლამდე დაიკავებს.

კარენბაუერის ოპონენტმა ფრიდრიხ მერცმა კი, 482 ხმა მიიღო. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 56 წლის კარენბაუერის თანამდებობაზე არჩევით ქვეყნის კურსი საგრძნობლად არ შეიცვლება და გერმანიის ყველაზე მსხვილი პარტიის ახლადარჩეულ ლიდერს მომავალ კანცლერობასაც უწინასწარმეტყველებენ.

კომენტარები