ჭყლეტა კონცერტზე

იტალიაში კონცერტზე ჭყლეტის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით - დაშავდა

იტალიაში კონცერტზე ჭყლეტის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. BBC-ის ცნობით, დაშავებულთა შორის 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ქალაქ ანკონასთან ახლოს მდებარე კლუბში, იტალიელი რეპერის სფერა ებასტას კონცერტზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, პანიკა და ჭყლეტა წიწაკის ცრემლსადენი აეროზოლის გაშვებას მოჰყვა.

Telegraph-ის ინფორმაციით, ექვსი დაღუპულიდან ხუთი არასრულწლოვანია. მათ შორის სამი გოგა, ორი კი - ბიჭი. კიდევ ერთი დაღუპული ქალია, რომელიც კონცეერტზე შვილს ახლდა.

კონცერტს ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

კომენტარები