სახლები ფილმებიდან

კოტეჯი, რომელიც ფილმის "შვებულება" შთაგონების წყარო გახდა, £650.000-ად იყიდება

ინგლისური კოტეჯი, რომელიც 2006 წლის რომანტიკული კომედიის "შვებულება" შთაგონების წყაროა, 650.000 ფუტად იყიდება.

კოტეჯი, რომელსაც ფილმში ვხედავთ, სინამდვილეში არ არსებობს და დეკორაციაა, თუმცა ის სწორედ ინგლისში, სარის საგრაფოში მდებარე ამ კოტეჯის მიხედვით შეიქმნა.

ფილმში სწორედ ეს კოტეჯია კეით უინსლეტის გმირის სახლი, კამერონ დიაზის და ჯუდ ლოუს გმირებსაც ერთმანეთი სწორედ აქ უყვარდებათ.

სამ საძინებლიან კოტეჯში ფილმს ბევრი რამ გაგახსენებთ, მისი ფასადი კი კეიტ უინსლეტის გმირის, ირისის სახლის თითქმის იდენტურია.

 

კომენტარები