ნარკოდანაშაული

შსს-ს ცნობით, 2018 წელს სულ 116 ნარკორეალიზატორი დააკავეს

police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დაკავებების და ამოღებული ნარკოტიკის საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, სულ 116 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიციამ შემდეგი სახეობის და რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო: 35 კილოგრამი ჰეროინი, 6 კილო და 600 გრამი კოკაინი, 12 ათასამდე აბი სუბუტექსი და სუბოქსინი, 3 კილოგრამამდე MDMA, ასევე 1 კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.

კომენტარები