უნგრეთი

უნგრეთში ზეგანაკვეთური სამუშაოს ზრდის კანონს აპროტესტებენ

Reuters

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი ახალ კანონს აპროტესტებს, რომელიც დამსაქმებლებს საშუალებას მისცემს თანამშრომლებისაგან წელიწადში 400 საათის ოდენობით ზეგანაკვეთური სამუშაო მოითხოვოს. დამტკიცების შემთხვევაში ეს პოტენციურად სამუშაო დღის 2 საათით გაზრდას, ან კვირაში ერთ დამატებით სამუშაო დღეს ნიშნავს.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირას წარადგინეს და მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. მოსახლეობამ მას "მონობის კანონი" დაარქვა.

პოლიციამ პარლამენტის წინ მდებარე მთავარი მოედანი გადაკეტა და მომიტინგეებს იქ აქციის გამართვის უფლება არ მისცა. აქციაზე ისმის შეძახილები "ჩვენ ვაპროტესტებთ მონობის კანონს" და "დედაშენს აიძულე ზეგანაკვეთური მუშაობა."

საკანონმდებლო ცვლილების ავტორი ამბობს, რომ დამსაქმებელს კვირაში მხოლოდ 48 საათი ზეგანაკვეთური მუშაობის მოთხოვნის უფლება ექნება და კვირაში 5 დღე 8 საათიანი სამუშაო დღის გარდა ზეგანაკვეთური სამსახურისათვის დამსაქმებელს ანაზღაურების გადახდა მოუწევს.

კომენტარები