20 წლის ჟუ სინიეი ამბობს, რომ მგლების მოვლას ბიძა ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები ახალგაზრდა ქალს თავს რამდენჯერმე დაესხნენს, მას ეს საქმიანობა არ შეუწყვეტია და ახლა ჩინეთის შიდა მონღოლეთის რეგიონში მგლების მომვლელად მუშაობს. ამჟამად მას 8 მგელი აბარია, რომლებთანაც თითქმის მთელ დღეს ატარებს და როგორც თავად ამბობს - მეგობრობს. მგლებს ფილმებში გადაღებისათვის და ტურისტების მოსაზიდად იყენებენ. ჟუ სინიეის თქმით პროფესია სასიყვარულო ურთიერთობებში ხელს უშლის, რადგან მის პარტნიორებს მგლების ეშინიათ, თუმცა ის საქმიანობის მიტოვებას არ აპირებს.
tbl.ge/3bxj
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- რეგიონში ისლამის ჩინეთიზაცია შეუქცევადია – სინძიანის რეგიონში ჩინეთის კომპარტიის მდივანი
- ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტს 7.2%-ით გაზრდის
- ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
- ჩინეთში შობადობა რეკორდულად შემცირდა – მოსახლეობის რაოდენობა ორი წელია იკლებს
- ზვავის ჩამოწოლის შედეგად ჩინეთის ერთ-ერთი სოფლიდან 1000-მდე ტურისტის გამოყვანა ვერ ხერხდება